ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
ნაზარიშვილის კლინიკა, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ექიმ ქეთევან მერკვილაძის შესახებ წერს.
,,ქუთაისის ისტორიას ოჯახები ქმნიან თავიანთი გენეტიკით, ღირებულებებით, პროფესიონალიზმით.
ქეთი მერკვილაძე მართლაც გამოირჩეოდა და გამოირჩევა საამაყო ოჯახით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მემკვიდრეობით გადმოეცა ჰუმანურობა და ადამიანების სიყვარულია. ყველა პაციენტისთვის ქეთი ექიმი იყო იმედი, რწმენა, სიკეთე...
მდიდრული გარეგნობით, დიდი და კეთილი გულით გამორჩეული ქეთი ექიმი, დღეს ჩვენი ოჯახის, ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ტკივილია...ვდუმვართ ტკივილით, სიტყვები გვეკარგება...ცრემლებად მოდის გულისტკივილი და დარდი...
ქეთი წავიდა... ქეთიმ დაგვტოვა... ქეთის ღიმილი მოგვენატრება... ჩვენი დარდი და მდუმარებად ქცეული სიყვარული...",-წერს კლინიკა.