ვინ შეძლებს მართვის მოწმობის გამოცდაზე 50% ფასდაკლებით სარგებლობას - დეტალები

მართვის მოწმობა

საფასურის 50%-ის გადახდისაგან თავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირი, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით 70 000 ან 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს:

• სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველადი დაშვებისას, ხოლო მისი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (საგამოცდო მოედანზე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი რაოდენობითა და წესით დაშვების შემთხვევაში;

• პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად, პირველადი დაშვების შემთხვევაში, თუ პირმა თეორიულ გამოცდაზე პირველადი დაშვებისას წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა და ამავე პირმა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩააბარა.