„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
წყალტუბოში მეუღლის სასაფლაოზე მამამთილის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გურანდა მაღლაფერიძეა.
შემთხვევა არასრულწლოვნების თანდასწრებით მოხდა.
ქალს გულმკერდის და ზურგის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, ერთი დაზიანება კი თავთან აქვს.
დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ საქმეზე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
დაზარალებული ქალის ინტერესებს იურისტთა ასოციაციის იურისტი ლევან ჭელიძე იცავს.