„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში“ – გოგა მანია
1778429658
პირდაპირ ეთერი სამებიდან - კენჭისყრა დაიწყო. მანამდე კანდიდატებმა იქ დამსწრე დელეგატებს პროგრამა გააცნეს. სიტყვა წარმოთქვეს ასევე დელეგატებმა.
კრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდით დაიწყო. საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი ესწრება.
პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
გაფართოებულ კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობენ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები, ხოლო დელეგატები, რომლებიც მონაწილეობენ კრების მუშაობაში, სარგებლობენ სათათბირო ხმის უფლებით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.
სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.