ველოდებით დელეგაციებს მსოფლიო ეკლესიებიდან, რომლებიც პირველად, ახალ პატრიარქთან ერთად აღავლენენ საზეიმო ლიტურგიას - მამა გიორგი ბერაძე

მამა გიორგი ბერაძე

"სევდიანია, რომ მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარეშე გვიწევს პირველად ამ დღესასწაულის აღნიშვნა მაგრამ, მეორე მხრივ, სასიხარულოა, რომ ჩვენ უკვე გვყავს ახალი პატრიარქი," - განაცხადა მამა გიორგი ბერაძემ, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნაზე საუბრისას.

მისივე განცხადებით, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ელის დელეგაციებს მსოფლიო ეკლესიებიდან, რომლებიც ახალ პატრიარქ, შიო მესამესთან ერთად საზეიმო ლიტურგიას აღავლენენ.

"ოჯახი არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება ზოგადად ადამიანის და, განსაკუთრებულად, ქართველი, ქრისტიანი მართლმადიდებლის. შესაბამისად, ეს დღე საზეიმო ხასიათით შეიქმნა მას შემდეგ, რაც ილია მეორემ ის დააარსა.

სევდიანია, რომ მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარეშე გვიწევს პირველად ამ დღესასწაულის აღნიშვნა მაგრამ, მეორე მხრივ, სასიხარულოა, რომ ჩვენ უკვე გვყავს ახალი პატრიარქი, ტრადიცია გრძელდება ახალი პატრიარქის მიერაც. მნიშვნელოვანია ხაზგასმა ერთი ფაქტორის, რომ ჩვენ ველოდებით დელეგაციებს მსოფლიო ეკლესიებიდან, რომლებიც უკვე პირველად, ახალ პატრიარქთან ერთად, აღავლენენ საზეიმო ლიტურგიას," - განაცხადა მამა გიორგი ბერაძემ.