ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
უკრაინაში მცხოვრები ქართველები სამშობლოში პოლონეთის გავლით ბრუნდებიან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ფრენა კრაკოვიდან შესრულდა.
თვითმფრინავში ქართველებთან ერთად უკრაინელებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც საქართველოში დროებით ახლობლებთან ჩამოდიან.
როგორც ისინი "კურიერთან" საუბარში აცხადებენ, უკრაინაში იბომბება სახლები და მოსახლეობა იძულებულია ქვეყანა დატოვოს. მათი თქმით, პოლონეთის საზღვრამდე მატარებლით მისვლაც გართულებულია.