„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მოინახულა.
მათივე ცნობით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მედიკოსების მიერ მძიმედ ფასდება. საშუალო სიმძიმის 3 პაციენტი მრავლობითი მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, ხოლო მსუბუქად დაზიანებული ერთი პირი ხვალ დატოვებს კლინიკას.
ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, რომელიც უკვე საქართველოშია გადმოსვენებული.