დაწესდება მაღალი ჯარიმები! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
9 ივნ 19:42
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს, სამედიცინო შემოწმების მიზნით სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობაზე ფულადი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.
პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, აღნიშნული კანონდარღვევისთვის პირის 1000 ლარით დაჯარიმება მოხდება.
დღეს მოქმედი კანონით, 1 000 ლარიანი ჯარიმა გათვალისწინებულია სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით, გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობაზე.