„ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კოვიდზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს - საკმაოდ ბევრს უდასტურდება, როგორც PCR -ით, ასევე, სწრაფი ტესტით“ - მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსი როგორც PCR -ით, ასევე, სწრაფი ტესტით, ბევრ ადამიანს უდასტურდება. 

„ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კოვიდზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს. ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება როგორც PCR -ით, ასევე სწრაფი ტესტით. სიმპტომებია ზოგჯერ მხოლოდ მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ ასევე აღენიშნებათ ხველა. არის დიარეით მიმდინარე შემთხვევებიც“, - წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.