ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში, დროებით, ავტობუსის დამატებითი მარშრუტი დაინიშნება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 12 ივლისიდან 45 დღის განმავლობაში, მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაიკეტება. მგზავრთა მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს.
N174 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით