,,ეს უტკბილესი ბიჭი აღარ არის...“ - სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1754770457
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა, როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო გზები და რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები.
საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით დროებით გაყვანილი იქნა 15 ოჯახი.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მერიის სამსახურები და ყველა შესაბამისი უწყება.
მთელი დღის განმავლობაში, მძიმე ტექნიკის საშუალებით აქტიურად მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები.
უხვი ნალექის შედეგად სათავე ნაგებობებზე შექმნილი პრობლემის გამო სასმელი წყალი არ მიეწოდება მახინჯაურისა და შარაბიძეების თემების ნაწილს.
ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ერგეში (ბაშკო ეკალაური) 40 აბონენტს, 20 აბონენტის აღდგენითი სამუშაოები დასრულდება უახლოეს საათებში.