სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური: ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ, მან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით

მამა გიორგი

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური მამა გიორგი ვაშალომიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

„ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ. მან ფაქტობრივად, საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.

მისი უწმინდესობის 40 გახლავთ 25 აპრილს - ამ 40 დღის განმავლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალა აქვს გარდაცვლილის სულის საოხად აღვლენილ ლოცვებს“, - აღნიშნა მამა გიორგი ვაშალომიძემ.

სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, სადაც ილია მეორის საფლავია, ხალხის ნაკადი არ წყდება.