შეკრიბეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედზე
1751718062
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბირმინგემში ჩატარებულ „მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები - 2025" - ზე 4 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„ბირმინგემში გამართულ საერთაშორისო ასპარეზობაზე მონაწილეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს.
მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა საერთაშორისო ტურნირზე, ძალისმიერ წოლჭიმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა კობახიძემ საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა.
სპორტის ამავე სახეობაში, ასევე ოქროს მედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან გილიგაშვილიც. ხოლო, შსს-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ადამურ არქანიამ მკლავჭიდში 2 ოქროს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება, საერთაშორისო შეჯიბრების კიდევ ორ მონაწილეს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ, თეიმურაზ კალანდაძესა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელს ილია ჯადუგიშვილს, მათ ძალისმიერ წოლჭიმში, ვერცხლის მედლები მოიპოვეს. საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნებულ გამარჯვებულებს, თბილისის აეროპორტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე და უწყების სხვა თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად დახვდნენ.
აღსანიშნავია, რომ "მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები" 1985 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მიმდინარე წელს აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი ქალაქ ბირმინგემში ჩატარდა, რომელშიც 70 ქვეყნის 8 500 სპორტსმენი, სპორტის 60 სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.