საქართველოში სლოვაკეთის ელჩი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

მატუს ბუსოვსკი

 საქართველოში სლოვაკეთის ელჩი, მატუს ბუსოვსკი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

„ვულოცავ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას! დაე, თქვენმა წინამძღოლობამ შთააგონოს სიბრძნე და ერთიანობა, და მოუტანოს კურთხევა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად საქართველოს“, - აღნიშნა ელჩმა.