საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისები დაემატება.

"გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით:https://gr.com.ge;

სწრაფი გადახდის აპარატებით;

საქართველოს რკინიგზის სალაროებში;

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით,"- აღნიშნულია განცხადებაში.