საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

კალათბურთის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, გარდაიცვალა დამსახურებული მწვრთნელი ზურაბ ტომარაძე:

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ზურაბ ტომარაძის გარდაცვალების გამო. ზურაბ ტომარაძე გახლდათ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და წამყვანი ქართული გუნდების მწვრთნელი. მისი ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული კალათბურთთან და მოპოვებულ ტიტულებთან და პრიზებთან ერთად ზურაბ ტომარაძის დამსახურება დამოუკიდებელი საქართველოსთვის თაობების აღზრდაა“, - წერს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.