საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, მოტივაციის თემაზე ვორკშოპს გამართავს

საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, მოტივაციის თემაზე ვორკშოპს გამართავს

საქართველოს ბანკი განათლებაზე ორიენტირებული ინიციატივებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს.  ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, 24-25 ივნისს, ბანკი უმასპინძლებს ორდღიან ვორქშოპს თემაზე — „თვითმოტივაცია და თანამშრომლების მოტივაცია“.

ვორქშოპს გაუძღვება დანიელ მათერი — საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერი, ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, რომელსაც  ინდივიდუალური და ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ვორქშოპის მონაწილეები:
• გაიგებენ, როგორ შეიძლება საკუთარი მოტივაციის მართვა და ეფექტური ლიდერის როლის გაძლიერება;
• გაეცნობიან გუნდური მოტივაციის ჩამოყალიბების მექანიზმებს და პრაქტიკულ მიდგომებს;
• ისწავლიან, როგორ აირიდონ თავიდან დემოტივაციის გამომწვევი ფაქტორები;
• გაეცნობიან თანამედროვე კვლევებს და გრძელვადიან სამოტივაციო სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს თანამშრომელთა ჩართულობასა და პროდუქტიულობას.

ვორქშოპი 24-25 ივნისს 14:00–17:00 საათზე გაიმართება. დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

ღონისძიება ტარდება ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში — ესაა ინიციატივა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებსა და პრაქტიკულ რესურსებს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარებისკენ სწორი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.