თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
დღეს, პატრიარქის არჩევასთანდაკავშირებით, 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე მიმართულებაზე იზღუდება.
დეტალურ განრიგს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:
* საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;
* ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა ბუხაიძის ქუჩაზეც. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის;
* საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე; ასევე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით;
* მეტროსადგურ "ავლაბრის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.
საპარკინგე სივრცე მოეწყობა ახვლედიანის მოედანზე და ხეთაგუროვის ქუჩაზე, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსების საშუალებით ან ფეხით ახვლედიანის ქუჩით. ასევე, მეტროსადგურ "ავლაბრიდან" ფეხით გონაშვილის ქუჩით", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.