„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია დაიწყო. ღამისთევის მსახურებას საქართველოს პატრიარქი ილია მეორე სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარებს. მსახურება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.
სამების ეკლესიაში მრევლი პატრიარქის ეპისტოლეს, მოგვიანებით კი წმინდა ცეცხლის ჩამობრძანებას ელოდება.
ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე საათში მიიტანენ, საიდანაც უკვე ქვეყნის მასშტაბით ყველა ეკლესია-მონასტერში გავრცელდება.
ტაძარში ტრადიციულად ყველა კანდელი ჩაქრება. ცეცხლის შეტანის შემდეგ კი, ხელახლა აინთება.