სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
2025 წლის 29 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მეჯვრისხევისა და ახალუბნის მოსახლეობას შეხვდა.
მაცხოვრებლებთან საუბარში გამოიკვეთა, რომ სამწუხაროდ, სოფლებში დღემდე მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, შეზღუდულია სხვადასხვა პროგრამების, მათ შორის, სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა. ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მოსახლეობის, მეტწილად კი ახალგაზრდებისსაცხოვრებელი ადგილებიდან მიგრაცია, რაც ქვეყანას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიების დაცარიელების საფრთხეს უქმნის.
„აუცილებელია, სახელმწიფოს განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდეს ამ 83 სოფლის მიმართ და ყველაფერი გაკეთდეს, რათა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა არ შემცირდეს, ვინაიდან სადაც არ ვიქნებით ჩვენ, ყოველთვის არის საფრთხე, რომ მოვა სხვა, ვინც ჩვენს ადგილს დაიკავებს,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა
სახალხო დამცველი ინტენსიურად ხვდება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და მათი პრობლემების შესახებ ატყობინებს როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას.