ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია. ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აკრძალვა ყველა სახის ტრანსპორტზე ვრცელდება.
ასევე, შეზღუდვა დაწესდა გომბორი- შუამთის მონაკვეთზეც, სადაც მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
თელავი- ვაზიანი- გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე სპეციალური რეჟიმია დაწესებული. ამ მიმართულებით გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მქონდე ავტომობილებისთვის.
შუამთის მონასტერთან ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს. უწყებაში აცხადებენ რომ პრობლემურ ზონებში მუშაობს სპეც ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი.