რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 7 წლის განმავლობაში – ასტროლოგის მიმართვა
1779472897
როგორც გამოცემა AzerNEWS „აზერბაიჯანის რკინიგზაზე“ დაყრდნობით იტყობინება, განახლებული ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტისთვის მოკლე დროში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა.
გავრცელებული მონაცემებით, ბაქოში 400-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა, ხოლო თბილისში ბილეთების გაყიდვებმა 500-ს გადააჭარბა.
მგზავრთა მხრიდან მაღალი მოთხოვნის გამო, კომპანიამ ბაქოდან გამსვლელ პირველ მატარებელს დამატებითი ვაგონი მიაბა.
სარკინიგზო ოპერატორმა ასევე აღნიშნა, რომ მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ ბილეთების გაყიდვის სისტემასა და სალაროებში დროებითი შეფერხებები გამოიწვია.
„ბოდიშს გიხდით დროებითი უხერხულობისთვის და მგზავრებს გაგებისკენ მოვუწოდებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მატარებლების მიმოსვლის განახლება ბაქოდან 25 მაისს, ხოლო თბილისიდან 26 მაისს არის დაგეგმილი.