1773348202
როგორი ამინდი იქნება 6 აპრილს საქართველოში
6 აპრილი, ორშაბათი - დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +6, +11°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +10, +15°, ზოგან +20°-მდე; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +7, +12°.











