რა ხდება ამ დროისთვის რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, რომელიც სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა

stiqia

რუსეთის კრასნოდარის მხარე სტიქიური უბედურების ზონაა - რეგიონში მდებარე შავი ზღვის სანაპირო ზოლს ტორნადომ გადაუარა. განადგურებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ძლიერმა ქარმა სხვადასხვა რაიონში მოგლიჯა ასწლოვანი ხეები და დააზიანა საცხოვრებელი უბნები, ტუაფსეს რაიონში კი მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. ღვარცოფულმა ნაკადმა წაიღო საავტომობილო გზები და ხიდები.