ქობულეთში, გზაზე მიმავალი ავტომობილი დაიწვა - რა დეტალებია ცნობილი

პოლიცია

ქობულეთში, გზაზე მიმავალი ავტომობილი დაიწვა, – ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ცეცხლის შედეგად ავტომობილის შიდა ნაწილი მთლიანად განადგურდა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ცეცხლი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს მომხდარის შედეგად არავინ არ დაშავებულა.