ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

გლოვა

ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

,,ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მოცეკვავისა და ქორეოგრაფის თეონა მუსელიანის(1990-2025)გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს ქორეოგრაფიულ საზოგადოებას. ულამაზესი მოცეკვავე სოციალური ქსელიდან გაიცნო საქართველომ.

მას დაუდგინდა იშვიათი სახეობის იუნგის სარკომა. ოპერაციამ და ქიმიურმა თერაპიამ შედეგი ვერ გამოიღო.

თითქმის მთელი საქართველო უგროვებდა თეონას საზღვარგარეთ სამკურნალო თანხას. სამწუხაროდ, ყველაფერი იყო  ამაო...",- ნათქვამია განცხადებაში.