„ქალბატონი კონტაქტურია, ადეკვატური, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ - ექიმი ნგრევის შედეგად დაშავებულ პაციენტზე

სოფიო ბაბუციძე

სადგურის მოედანზე, კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის თქმით, 49 წლის ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, კონტაქტურია და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

"მოყვანილია კლინიკაში ქალბატონი, 49 წლის, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. ამჟამად მიმდინარეობს კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები. ქალბატონი კონტაქტურია,  ადეკვატური, გადაღებულია მაღალტექნოლოგიური კვლევები. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პოლიტრამვის დიაგნოზით არის პაციენტი შემოყვანილი, თხემი ძვლის დაზიანება აქვს. პირველადი ცნობებით, თხემი ძვლის იმპრესიული მოტეხილობაა. ამჟამად ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სავარაუდოდ, პირველადი ცნობებით, ოპერაციულ მკურნალობას არ საჭიროებს", - ამბობს "გლობალ მედის" საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, სოფიო ბაბუციძე.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ძებნა შველის ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან სპეცაღჭურვილობებით, სპეცტექნიკით და მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის გაწმენდითი სამუშაოები.

ბოლო მონაცემებით, შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.