მარტოხელა მამამ, რომელმაც კიბო დაამარცხა, ლატარიაში მილიონი ფუნტი მოიგო
1754650962
ცხრამუხის მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მიქაელ ელიაძემ დაშავებული მონაზვნის შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, დამნაშავეებმა მონასტრიდან ორი შესაწირი ყუთი წაიღეს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, სტაბილურია, მეტი არაფერი არ ვიცი. ინტენსიურ პალატაშია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი არაფერი არ სჭირს. ტაძარში ვარ, ღვთისმსახურება მქონდა ამ დილით, ახლა ნათლობას ვიწყებ, ალბათ ხვალ ან ზეგ წავალ და ვნახავ.
ორი შესაწირი ყუთია წაღებული. ნეტავ ყუთი წაეღოთ და მეტი არაფერი არ მომხდარიყო. ჩემი ხელით გავატანდი ორივეს“,- განაცხადა დეკანოზ მიქაელ ელიაძემ „კურიერთან“ საუბრისას.