1755460703
ოჯახი 36 წლის მამაკაცს ეძებს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახი 36 წლის მამაკაცს ეძებს.
„საბა ხარებავა, 36 წლის, დაიკარგა 13 აგვისტოს, ბათუმში, საღამოს 7 საათზე. მას შემდეგ ოჯახს არ დაუკავშირდა.ოჯახი დიდი შეშფოთებით ეძებს მას და თითოეული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.დაკარგვის დღეს ეცვა: შავი შარვალი და შავი პერანგი (მკლავებზე აკეცილი), შავი ადიდასის ბოტასები. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაუკავშირდეთ: 555 455 670 ან 558 656 911გთხოვთ ყურადღებით დაათვალიეროთ ფოტო, რომელიც პოსტს ერთვის. თქვენი გაზიარება და დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია — თითოეული ნაბიჯი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.