ნიკო კახეთელიძე: ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ

ნიკო კახეთელიძე

საკრებულოს წევრმა, ნიკო კახეთელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, რომელიც არ გულისხმობს შენობის შემოღობვას.

„ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. ეს შენობა არის 50-იანი წლების შენობა, როცა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები არ იხმარებოდა, შესაბამისად ის პარაპეტი, რაც ჩამოინგრა, ეს თავის დროზე არის დეკორაციისთის ნახმაერი ელემენტი.

შენობა არის მესამე კატეგორიის. მესამე კატეგორია არ გულისხმობს რომ შენობა უნდა შემოღობო, თუნდაც ის, რომ ადამიანები არ გადიან სახლიდან და იმას რას უღობავ?! ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, ახლაც აღმოჩნდნენ ოჯახები, რომელბსაც აქედან გასვლა არ უნდათ.

სამწუხაროდ ასეთი შენობები თბილისის მერიას მემკვიდრეობით გადმოეცა. ასეულობით ასეთი შენობაა ქალაქში“, - აღნიშნა ნიკო კახეთელიძემ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ვაჟა სირაძის ინფორმაციით, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს.