„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
„ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი „განსასჯელებს“ და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი.
მას შემდეგ, რაც ჩემს საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო "სასამართლომ", გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. "მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო" - ასეა ზუსტად ამ "მთავრობის" და მისი სასამართლოს საქმე. ხვალ, მე მივალ „სასამართლოზე“ და ვიტყვი ჩემს სათქმელს. შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე“, - წერს სააკაშვილი.