მოძრაობა იკრძალება! - ინფორმაცია მძღოლებისთვის

modzraoba aikrdzala

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულიამიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციაში ნათქვამია:

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ.ზარზმა), ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.