„მიმი, შვილო, შენთან რა უნდოდა სიკვდილს, ახლა იწყებდი ცხოვრებას...“ - ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ

მიმი

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა გოგოს, მიმი გიორგაძეს გლოვობენ. ის 19 წლის იყო. 

„ოხ, მიმი, შვილო... შენთან რა უნდოდა სიკვდილს. როგორი მწარე და მოუნელებელი ხარ. შენ ხომ ახლა იწყებდი ცხოვრებას“

„მიმი, ჯერ რა ნახე ცხოვრებაში, აწი გინდოდა სიცოცხლე, შვილო“ - წერენ სოციალურ ქსელში.

ასევე, ცნობილი გახდა მეორე დაღუპულის ვინაობა. ის შაკო აფრიდონიძეა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე  მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.