იუსტიციის სამინისტრო პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ასაჯაროებს
1746518607
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, ეს არის სპეციალურ პრეპარატი, რომელიც Pfizer-ის მიერ შექმნილი - „პაქსლოვიდი“. სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი საქართველო იქნება
ყველა, პოტენციურად ვინც შეიძლება დამძიმდეს ინფიცირებისას და ქრონიკული დაავადებები ახლავთ თან, ყველას დავურიგებთ უფასოდ და ისინი იმკურნალებენ. ინფიცირებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში აუცილებელია ამ მედიკამენტის მიღება,“- განაცხადა მინისტრმა.