ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი
1748894124
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, წილკნის მცირე საოჯახო ტიპის სახლში მყოფ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სარჯველაძე ადგილზე არსებულ პირობებსა და არასრულწლოვანების საჭიროებებს გაეცნო. ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. პატარების განწყობაზე ანიმატორებმა და ილუზიონისტებმა იზრუნეს.
მინისტრის განცხადებით, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში არასრულწლოვანები ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრობენ.