„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მორჩილი ნიკოლოზი.
„ღვთივ მიისვენა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წევრმა მორჩილმა ნიკოლოზმა (ავალიანი).
მწუხარებას გამოვთქვამთ მორჩილი ნიკოლოზის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ეპარქიას.
უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მისი სული. გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ახლადშესვენებული, მორჩილი ნიკოლოზი.“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.