გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს
1748856086
მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი - მარტყოფის ბრძოლიდან 400 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა.
მარტყოფის ბრძოლის 400 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა კოსტიუმირებული მსვლელობა და თემატური ღონისძიებები. მოწვეულმა ისტორიკოსებმა ისაუბრეს მარტყოფის ბრძოლაზე, როგორც ერთიანობის, თავისუფლებისა და ძალის სიმბოლოზე საქართველოს ისტორიაში.
ღონისძიების ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა საზეიმოდ გახსნეს ახლად რეაბილიტირებული მუზეუმი, რომლის ეზოშიც მოეწყო ადგილობრივი ხელოვანებისა და მეწარმეების გამოფენა. ღონისძიება მუსიკალურად ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა გააფორმეს, ხოლო საღამო ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, მისი მოადგილეები სამირ ხიალოვი და ვუგარ მამედოვი, მერის მოადგილეები ლევან ხმალაძე, ფუად მირზოევი და რამაზ ბუდაღაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიგა ნამიჭეიშვილი და ნიკა კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
„1625 წლის მარტში, სწორედ მარტყოფის მიწაზე, ქართველებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ თავისუფლება ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ეს გამარჯვება არ ყოფილა მხოლოდ სამხედრო წარმატება, ეს იყო იმდროინდელი საქართველოს დიდი ძალისხმევა სარწმუნოების, კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. და დღეს, 400 წლის შემდეგ, მარტყოფის ბრძოლა კვლავ ინარჩუნებს თავის ძალასა და სიმბოლურ მნიშვნელობას. ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა ქართველმა ფერეიდნელებმა, რომელთაც მიუხედავად საუკუნეებისა და მანძილისა, ქართულ ფესვებთან კავშირი არ გაუწყვეტიათ და რომლებიც ამ დიდ დღესთან დაკავშირებით, სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში.
ეს ღირსეული მოვლენა ღირსეული მარტყოფელის, გიორგი შინჯიკაშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით განხორციელდა. დღეს მარტყოფში ჩვენ არა მხოლოდ წარსულს ვგრძნობთ ჩვენ ვგრძნობთ მომავალსაც, რომელსაც ვქმნით ერთიანობით, სიყვარულითა და რწმენით. გილოცავთ ამ განსაკუთრებულ თარიღს! ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, სიმტკიცესა და წინსვლას! დიდება მარტყოფის გმირებს! დიდება საქართველოს“, - განაცხადა დავით კარგარეთელმა.