კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ წლების წინ მის ორიენტაციაზე სიცრუე გაავრცელა

კოტე იოსელიანი

კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ წლების წინ მის ორიენტაციაზე სიცრუე გაავრცელა.

„ამ ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად, რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა პოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. უტას გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ამის გამო, ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი“, - აცხადებს იოსელიანი.