პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778
თუკი კლასიკური პასკის მომზადება გადაწყვიტეთ, გარჯა და წესების დაცვა მოგიწევთ. ბოლო პერიოდში პოპულარულია ხაჭოს პასქა, რომლის რეცეპტსაც ბლოგერი ana_s_cooking_story გვიზიარებს და დეტალურად გვაწვდის ინფორმაციას, როგორ მოვამზადოთ იდეალური პასქა. ინგრედიენტები:
✔️1 კილო ხაჭო (4 % იანი გამოვიყენე)
✔️200 გრ არაჟანი (12 %)
✔️200 გრ ნაღები (35 % იანი)
✔️200 გრ კარაქი (დარბილებული)
✔️ვანილი / მუსკატის კაკალი ჩაის კოვზის წვერით
✔️300 გრ შაქრის პუდრი
✔️ ყაყაჩოს თესლი (დეკორატიულად გამოვიყენე, სილამაზისთვის)
✔️1 ცალი ფორთოხლის ცედრა
პირველ რიგში ხაჭო, არაჟანი, ნაღები და შაქრის ფანტელი დავაბლენდეროთ სტაციონარული, ან ხელის ბლენდერით ერთგვაროვნებამდე, დავუმატოთ ვანილი, მუსკატი, ფორთოხლის ცედრა და ყაყაჩოს თესლი, გადავურიოთ ხელით. მოვათავსოთ ფორმაში ( რათა სითხე გამოუშვას), რომელშიც წინასწარ ჩავაფენთ სველ დოლბანდს (მარლას). ფორმას შევფუთავთ მარლით თავზე დავადებთ თეფშს, სიმძიმეს და შევდგამთ მაცივარში 24 საათით. დროის გასვლის შემდეგ ხაჭოს პასკა მზად არის, შეგიძლიათ გააფორმოთ სურვილისამებრ და გემრიელად მიირთვათ“, - გვირჩევს კვების ბლოგერი.
View this post on Instagram
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778
4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775243858