1746733863
ხვალ გახდება ცნობილი გადავა თუ არა სკოლები და ბაგა-ბაღები ონლაინ რეჟიმზე

გადავა თუ არა სკოლები და ბაგა-ბაღები სწავლების ონლაინ რეჟიმზე, ხვალ, 1-ელ თებერვალს გახდება ცნობილი.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე განმარტებით, საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.
„რაც შეეხება სკოლების და ბაღების ონლაინ რეჟიმზე გადაყვანას, ხვალ იქნება საკოორდინაციო საბჭო და ამ საკითხს იქ განვიხილავთ, თუ არის ამაზე ეპიდემიოლოგების მხრიდან მოწოდება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. 31 იანვარს ქვეყანაში ვირუსის 13 150 შემთხვევა დაფიქსირდა.