„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში“ – გოგა მანია
1778429658
"ინტრონიზაციის თარიღს შევიტყობთ არჩევნების შემდეგ", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
გარდა ამისა, როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, ახალი პატრიარქის შერჩევის პროცესში, კანდიდატებს სიტყვით გამოსვლის საშუალება ექნებათ, ასევე სიტყვით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს თითო ეპარქიიდან თითო დელეგატს.
"დელეგატების რაოდენობა დაზუსტებით იქნება 1 200-მდე. შესვლა სამების ტაძარში შესაძლებელი იქნება 12:00 საათამდე, შემდეგ უკვე იხურება. აკრძალული იქნება მობილური ტელეფონით სარგებლობა, საშვებით იქნება შესვლა სამების საკათედრო ტაძარში.
ეზოში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, რომ მობრძანდეს. რაც შეეხება ინტრონიზაციის თარიღს, შევიტყობთ არჩევნების შემდეგ. სიტყვით გამოსვლის საშუალება ექნება საპატრიარქო კანდიდატებს, რეგლამენტი 5 წუთს ითვალისწინებს, ასევე სიტყვით შეუძლიათ გამოვიდნენ დელეგატები - თითო დელეგატი შესაბამისი ეპარქიიდან, მათი რეგლამენტი განსაზღვრულია სამი წუთით.
კენჭისყრის პროცედურა იქნება ანალოგიური, როგორიც იყო წინა სინოდის დროს, როდესაც გამოირჩიეს სამი კანდიდატურა, იმუშავებს ხმის დამთვლელი კომისია და პროცედურა იქნება ანალოგიური", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.