ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც 19 ოჯახის ევაკუირება განხორციელდა.
ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც მერიაში განმარტავენ, მოსახლეობის ევაკუაცია რუსთაველის ქუჩაზე, N16 ბინაში, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწის ჩამოშლის გამო განხორციელდა. მათივე ცნობით, მოსახლეობა ალტერნატიულ ფართებში ქირით არის გაყვანილი.
მერიის ინფორმაციითვე, განხორციელდა გეოლოგიური კვლევა ბინის მდგრადობის შემოწმების მიზნით. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.