„იმედს ვეპოტინებით... მეორე დღეა, სიცხემ დაიწია...“ - როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მამუკა ჩარკვიანი

მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობა ცოტა ხნის წინ დამძიმდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამინდელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, „პრაიმტაიმთან“ თაკო ჩარკვიანი საუბრობს. 

 „ვეპოტინებით და გვიხარია, რომ მეორე დღეა, სიცხემ დაიჭირა, როგორც იტყვიან. სეფსისს, როგორც სჩვევია, ერთი დღე ავარდებოდა ხოლმე სიცხე, მეორე დღეს ჰქონდა 36.6, უცებ ისევ 39-მდე აუწევდა.

ახლა არ ვიცი, თქმა მეშინია — ოდნავ რაღაც გამოკრთა. როგორც ექიმები იტყვიან ხოლმე, დინამიკაში სტაბილურობაა და არა უარესობა. სიცხის გამო, შეუძლებელია ხოლმე კომუნიკაცია, არ არის ხოლმე კონტაქტური, მაგრამ როგორც კი ოდნავ გაუმჯობესდება, იმავე წამს ვეუბნები ხოლმე, რომ ბიჭებმა დარეკეს, ყველამ მოიკითხა, მთელი ესტრადა რეკავს და კითხულობს...“ – თქვა თაკო ჩარკვიანმა.