ირანმა კატარში განლაგებული ამერიკული ავიაბაზის მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
1750697563
თურქეთში, გაზიანთეფში ნანგრევებში საქართველოს მოქალაქეა მოყოლილი.
ციცო პაკელიანის ოჯახი დახმარებას ითხოვს.
მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ოჯახთან კონტაქტი მიწისძვრის შემდეგ არ ჰქონია.
ოჯახის ცნობით - ქალის სავარაუდო მისამართი არის - Atatürk mahallesi.Naci Topçuoğlu caddesi. Pamukkale sitesi a blok.
ოჯახმა დახმარების თხოვნით უკვე მიმართა თურქეთში საქართველოს საელჩოს.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.