რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „ხონსკი“ გაასამართლეს
1750702893
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თურქეთში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და იქ მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
,,საზარელი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და იზიარებს თურქი ხალხის გულისტკივილს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კავშირზეა თურქეთში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებთან, ქართულ კლუბებთან და მსაჯებთან, რომლებიც ამჯერად საწვრთნელ პროცესს თურქეთში გადიან. საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელადაა.
კიდევ ერთხელ გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ ჩვენს კოლეგებს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაში, თურქეთის მოსახლეობას. გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს და დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2 300 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ათასობით მოქალაქე.
თურქეთში დაღუპულთა შორის, საქართველოს ორი მოქალაქეცაა.
ქვეყნებში სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება.