ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი საქართველოში იმყოფება

ანტონიო კამპინოსი

ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც „კვლევებიდან-შედეგებამდე, პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში” ეძღვნება.

კონფერენციის დაწყებამდე კამპინოსი შეხვდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს და საქპატენტის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძეს. შეხვედრაზე განიხილეს მეცნიერების, ინოვაციების და ინტელექტუალური საკუთრების განვითარების საკითხები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.