ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტები მაღალი ეკოლოგიური მნიშვნელობის ნაძვნარის გადარჩენას ცდილობენ

ნჯ

 სანიტარიულ ჭრები ბორჯომის პლატოზე - ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტები მაღალი ეკოლოგიური მნიშვნელობის ნაძვნარის გადარჩენას ცდილობენ, რომელიც ბოლო ათწლეულებში მავნებელმა მწერმა - მბეჭდავმა ქერქიჭამიამ დააზიანა.

მავნებლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაზიანებული ხის მოჭრასთან ერთად ხდება ტერიტორიიდან დაავადებული და წაქცეული ხეების გატანა. სააგენტოს ინფორმაციით, მდგომარეობა კონტროლდება ფერომონიანი მწერსაჭერებითაც.