„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივლისს 01:00-დან 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, ლელუბანში, მამკოდასა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 09:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ციხისძირი, ქსანი, ძველი ქანდა, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ოძისი, ახმაჯი, ლამისყანა, თვაურები, ხარბალი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში ჩალიპირებში, კოდეებში, ცამეტი ასურელი მამის, ვლადიმერ მაყაშვილის, ილია შეყლაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, თხინვალა და მიმდებარე სოფლებში; 13:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ თელოვანში და დიდგორში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატახტარი, ახალუბანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანთაგარაკები, ბულაჩაურის ფერმები და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.