1777391077
„დიდ ტკივილს ატარებდა...“ - იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს
იტალიაში 65 წლის სამტრედიელი ემიგრანტი, იზო არველაძე, საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
იზო არველაძე წლების განმავლობაში ჯერ თურქეთში, შემდეგ კი იტალიაში მუშაობდა, რათა ოჯახსა და დაობლებულ შვილიშვილებზე ეზრუნა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„გარდაიცვალა ემიგრანტი იტალიაში სამტრედიელი 65 წლის იზო არველაძე. იზო წლეები მუშაობდა თურქეთში შემდეგ იტალიაში წავიდა მას დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, გოგო შვილი გარდაეცვალა ძალიან დიდ ტკივილს ატარებდა გულით და სამ ობოლს ზრდიდა, მისი სიძე ნაადრევად დაიღუპა და ეხმარებოდა თუმცა შემდეგ შვილიც დაკარგა... ეხლა კი თვითონ საწოლში ნახეს ამ დილით გარდაცვლილი . მშობლებმა ახლა გაიგეს იზოს გარდაცვალების ამბავი. გაუმწარდათ კიდევ უარესად სიბერე. ჯერ შვილიშვილის ქმარი შემდეგ შვილისშვილი და ახლა ემიგრანტი შვილიც გარდაეცვალათ. მიზეზი ჯერ არ იციან გარდაცვალების...
შენი მონატრებული შვილი და სიძე ჩაგიხუტებს ზეცაში და შეხვდებით ერთმანეთს.
დაუჯერებელია ეს შემზარავი ამბავი ჯანმრთელი საღსალამათი ძალიან კეთილი თბილი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო იზო მიუხედავად ამხელა ტკივილისა მაინც შეძლო და 3 ობოლს აპურებდა. დაუჯერებელია ის რაც მოხდა ასე უეცარი გარდაცვალება...
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
ეს საშინელი ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რა რთულ პირობებში უხდებათ ქართველ ემიგრანტებს ფულის შოვნა და ოჯახების დაპურება
ეს ტრაგედია, ყველა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ნაწილია!
მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი და მუხანათი სიკვდილის მოახლოვება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა იქ სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”“.











