დღეს "რუსთავი 2-ის" დაბადების დღეა

რუსთავი 2

სამაუწყებლო კომპანია 31 წლის გახდა. 1994 წელს დაწყებული ისტორია გრძელდება. "რუსთავი 2-ის" ლოგოს წარმატებამ, 31 წლის განმავლობაში, უამრავი ადამიანის მხრებზე გაიარა.

არხის მიკროფონი დღემდე თაობების ხელში გადადის, საკუთარ ისტორიას სამი ათეული წელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიასთან ერთად წერს. 1990-იან წლებში, ენთუზიასტების წამოწყება - ქართულ ტელესივრცეში ახალი სიტყვა ეთქვათ, თანდათანობით ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიად იქცა.

პირველ ივნისს პირველობისთვის დაბადებული არხი დღესაც პირველობისთვის იბრძვის.

ისტორიის ახალ ფურცელს კი იმ ადამიანებთან ერთად წერს, ვისთვისაც "რუსთავი 2" მხოლოდ სამსახური არ არის და ვინც დაუღალავად მუშაობს იმისთვის, რომ ერთ პატარა ოთახში დაწყებული ისტორია კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.